პროექტი- ჩემი
იმერეთი
1.პროექტის
სახელი: ჩემი იმერეთი
2. პროეტის მთავარი იდეა: მოსწავლეები შეისწავლიან იმერეთის ისტორიას,გეოგრაფიულ
მდებარეობას, დაათვალიერებენ ღირშესანიშნავ ადგილებს.
3. პროეტის აქტუალობა:მოსწავლეები მოახდენენ კვლევა-ძიებას ისტორიაში,გეოგრაფიასა
და ხელოვნებაში.მოძიებული მასალის დემონსტრირებით მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ისეთი
ფასეულობები, როგორიცაა ისტორიული ძეგლების მოვლა და გაფრთხილება.
4.პროექტის მიზანი: პროგრამული თემის შერჩევის შემდეგ ვგეგმავთ ექსკურსიას
სათანადო პროგრამული მოთხოვნების გათვალისწინებით, ვითვალისწინებთ რესურსებს, ვაკეთებთ
ხარჯთაღრიცხვას,მოვიძიებთ შესაბამის თანხებს.
5.მოსწავლეთა ასაკი: მეათე კლასის მოსწავლეები.
მოსალოდნელი შედეგები: შევქმნით ბლოგს ამ პროექტის შესახებ,მოსწავლეები
გაეცნობიან იმერეთის მხარეს,შეისწავლიან პრომეთესა დასათაფლიას მღვიმეებს,ეკლესია-მონასტრებს,გაიუმჯობესებენ
მოძიების, ანალიზის, კვლევის წარმოების, საკუთარი აზრის დაცვის უნარ-ჩვევებს.
8.პროექტისათვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ფოტო-აპარატი,ლიტერატურა,თაბახის
ფურცელი,კალამი.
9.პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები შეისწავლიან იმერეთის მხარეს,ისტორიულ
ძეგლებს,დაადგენენ იმერეთის როლს საქართველოს ეკონომიკაში, მოიძიებენ მასალებს ლიტერატურიდან,ხელოვნებიდან.პროექტზე
მუშაობის დროს მოახდენენ სხვადასხვა კვლევა-ძიებას,მოეწყობა ექსკურსია იმერეთში,დაათვალიერებენ
ისტორიულ ძეგლებს და მღვიმეებს,გადაიღებენ ფოტო-სურათებს, ვიდეოს.
10. საგნებთან ურთიერთობა: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ისტორია, გეოგრაფიასა
და ხელოვნებაში, გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ლილი კუპატაძე.
12. პროექტის ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:lilikupatadze57@gmail.com
13.პროექტის ხელმძღვანელის
ვებ-გვერდი:
lilikupatadze.blogspot.com
No comments:
Post a Comment